saqarTvelos qedebi - dvaleTis qedi
კოორდინატები | 42°35`49` ჩ. გ. 44°01`18` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | ხალაწა |
სიმაღლე | 3938 მ |
ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის მონაკვეთი მამისონის უღელტეხილსა და ლაგათისარის მთას შორის. ქედის აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია ზედაიურული მერგელოვანი ფიქლებით. კირქვებითა და ქვიშაქვებით, დასავლეთი ნაწილი - ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით.
დვალეთის ქედის მნიშვნელოვანი მწვერვალებია: კოზიხოხი (3688 მ), საუხოხი (3711 მ), ხალაწა (3938 მ), ზეკარა (3828 მ), ლაღზწითი (3877 მ). უღელტეხილებია: ზეკარა (3184 მ), როკა (2995 მ), ურუსთა (3241) და სხვა. ქედის სამხრეთ კალთაზე სათავე აქვს მდინარეებს ჯეჯორას, ღარულას (რიონის მარცხენა შენაკადი), ქეშელთას, ჯომაგდონს, როკიდონს, ჭელიათას და სხვა (დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადები); ჩრდილოეთ კალთაზე - მდინარე არდონსა და მის შენაკადებს. ქედის თხემური ნაწილი მოქცეულია ნივალურ და სუბნივალურ ზონაში, ქვემოთ, ორივე კალთაზე, განვითარებულია ალპური, სუბალპური და მთა-ტყის ლანდშაფტები.